23-10-2021, 23:31
136

"ყბის არეში დავარტყი, წაიბარბაცა! - "კაროჩე" გვეგონა მოკვდათქო, კონტაქტზე არ იყო" - რას ჰყვებიან ტომას კენედის მკვლელობაში ბრალდებულები

"ყბის არეში დავარტყი, წაიბარბაცა! - "კაროჩე" გვეგონა მოკვდათქო, კონტაქტზე არ იყო" - რას ჰყვებიან ტომას კენედის მკვლელობაში ბრალდებულები


"ნოდარ მელაძის შაბათი" გორში, ბრიტანელი მუსიკოსის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს. როგორც დღევანდელი გადაცემის სიუჟეტიდან ირკვევა, მუსიკოსის მკვლელობაში ბრალდებულებმა ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის დაგეგმვა კაფედან დაიწყეს. 

სიუჟეტის თანახმად, ტომას კენედიმ ახალგაზრდები ლუდზე დაპატიჟა, რის შემდეგაც ახალგაზრდები მას ქალაქის დათვალიერებას დაპირდნენ, რის შემდეგაც მასზე იძალადეს.

"დავგეგმეთ, რომ ფული ტომას კენედისთვის ფული წაგვერთვა, ეს მე, გიორგი ოხანაშვულმა, ზურა ფალავნდიშვილმა და გიორგი ქარელმა მოვიფიქრეთ," - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული. 

ასევე, როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ყვებიან, როგორ წაიყვანეს ახალგაზრდა კაცი რკინიგზის სადგურთან, და როგორ სცემეს ტომას კენედი.

"ხელი დავარტყი ერთხელ ყბის არეში. წაიბარბაცა წაიქცა, კარტა გადმოუვარდა. გაქცევა სცადა. ეს სამი ვინც იყვნენ დაეწივნენ და სცემეს... კაროჩე გვეგონა მოკვდათქო, კონტაქტზე არ იყო," - ამბობს კიდევ ერთი ბრალდებული.  

ოთხკაციანმა ჯგუფმა ტურისტის მობილური ტელეფონი გაიტაცეს, დაალომბარდეს და თანხა გაიყვეს. საიდანაც თითოს 80 ლარი შეხვდა. 

ცნობისთვი, 28 წლის თომას კენედი, ბრიტანეთის მოქალაქე, საქართველოში ორი თვის წინ ჩამოვიდა. 8 ოქტომბერს კი, მისი ცხედარი მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.

ცხედარს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გაირკვა, რომ საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელს ოთხი ადგილობრივი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მტკვარში გადააგდეს.




მსგავსი სიახლეები