27-09-2021, 11:02
95

ჯგუფური ყაჩაღობა მარნეულში -დაკავებულია 4 პირი

ჯგუფური ყაჩაღობა მარნეულში -დაკავებულია 4 პირი

ჯგუფური ყაჩაღობა მარნეულში. შსს ცნობით, თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ოთხივე ბრალდებული უკვე დაკავებულია. მათგან ერთი  წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. 

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.




მსგავსი სიახლეები