24-09-2021, 11:21
144

თიანეთში მწყემსი მოკლეს

თიანეთში მწყემსი მოკლეს

თიანეთში 65 წლის მწყემსი მოკლეს. ის სოფელ ქვემო ალვანიდან იყო.

მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




მსგავსი სიახლეები