12-09-2021, 13:41
83

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მარინა ცერცვაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლადანის მე- 8 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.
წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.


საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოთ შეძენა-შენახვა- ტარება, ტერორიზმი და მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შალვა მელიქიშვილს 10- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის,შეიარაღებული პირი "საქათველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და 15 - მდე მძევალი აყვანა.




მსგავსი სიახლეები