11-09-2021, 22:43
86

"ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა" - შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა

"ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა" - შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის მამიდა

ავსტრალიელი მასწავლებლის, შანიი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფიელ მურსაკალოვის მამიდა "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას ადასტურებ იმ ფაქტს, რომ რაფაელ მურსაკალოვის "ქართულ ოცნებასთან" კავშირი ჰქონდა.

თუმცა, როგორც ის ამბობს, პარტიის რაიონული განყოფილებისთვის აზერბაიჯანულ ადგილობრივ თემში კოორდინატორის ფუნქციას ასრულებდა. ამასთან, ბრალდებულის ახლო ნათესავი იმასაც ამბობს, რომ მისი ძმიშვლილის მიერ ჩადენილი მკვლელობის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მას აბრალებენ.

"ფეხიდან ამოუღეს ნერვი და ჩაუსვეს მარცხენა ხელში. ქალს კი არა, ცარიელ ქვაბსაც ვერ აიღებდა. არ ჰქონდა საერთოდ ძალა. შავი რეზინასავით როა, ის ეჭირა ხოლმე მუდმივად ხელში და უჭერდა", - თქვა ბრალდებულის მამიდამ. 




შეგახსენებთ, რაფაელ მურსაკალოვი შანაე ბრუკის მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ, საკუთარ სახლში დააკავეს.

ცნობისთვის, პირველ აგვისტოს ავსტრალიელი ინგლისურის მასწავლებელი მთაწმინდის ფერდობზე მოკლული იპოვეს.




მსგავსი სიახლეები