11-09-2021, 14:40
113

საუკუნის ძარცვა - ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა

საუკუნის ძარცვა - ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა

საუკუნის ძარცვა ერაყის ქურთისტანში. ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა. პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა მძარცველი არ დაუკავებიათ, რადგან მან ერაყის ქურთისტანი ტერიტორია უკვე დატოვა.
გავრცელებული ცნობით, ქალმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა. სათვალთვალო კამერების გამო, მძარცველებმა გადაწყვიტეს, რომ ბიზნესმენის სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი შესულიყო, რომ ქალზე ეჭვი არ მიეტანათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ქართველი ქალის გაუჩინარება ქურდობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იყო. სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო კარიბჭით თურქეთში გაიქცა და თან წაიღო 20 000 აშშ დოლარი. ქართველ ქალთან კავშირის გამო, გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში.

გამოცემა, „რუდავის“ ავრცელებს.




მსგავსი სიახლეები