10-09-2021, 22:27
93

ბათუმში 47 წლის ქალი 9 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში 47 წლის ქალი 9 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს

ქალი, რომელმაც ბათუმში 9 წლის გოგონა თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა, დაკავებულია. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი მოზარდს შეურაცხყოფას სისტემატურად აყენებდა.

დაკავებულის ოჯახი ბრალდებას უარყოფს.

მოზარდის დედა დაკავებულის ოჯახის სხვა წევრების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს. როგორც ის ამბობს, მის შვილებზე ტერორი მეზობლის მხრიდან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.