1-08-2021, 12:36
2 434

დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში - სალომე სამადაშვილი

დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში  - სალომე სამადაშვილი

პარლამენტარი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავსტრალიელი მასწავლებლის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. დეპუტატი ვაშინგტონში თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური ამბები სხვაგანაც ხდება, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას არ ამცირებს.
„დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა. მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა?“- წერს სალომე სამადაშვილი.


თბილისში დაკარგული ავსტრალიელი 31 წლის შანე ბრუკი გუშინ მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ინგლისურის მასწავლებელი იყო და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. შსს-ს ინფორმაციით, ძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.