23-07-2021, 11:47
117

ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლა იყო - დაჭრილი მამა-შვილიდან ერთი გარდაიცვალა

ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლა იყო - დაჭრილი მამა-შვილიდან ერთი გარდაიცვალა

ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე სროლა იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სროლის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. 

მოგვიანებით, დაჭრილიდან ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო მეორე „112“-ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული მამა-შვილია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები მუშაობენ. GTmedia დეტალებს შსს-ში არკვევს.




მსგავსი სიახლეები