22-07-2021, 11:27
80

ფინანსთა სამინისტრომ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტრომ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტრომ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 2,5 კგ თუთუნისა და 501 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 4 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




მსგავსი სიახლეები