21-07-2021, 14:12
63

დააკავეს ორი პირი, რომლებიც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მამას დაზიანებები მიაყენეს

დააკავეს ორი პირი, რომლებიც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მამას დაზიანებები მიაყენეს

პოლიციამ მარნეულში ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცოლისა და სიმამრის მოკვლის, ასევე სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრის შემდეგ, ბრალდებულის სახლში მივიდნენ, მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენეს, ხოლო მისი კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანეს.
 
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანება ედებათ ბრალად.
 
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 1970 წელს დაბადებული ტ. პ. და 1994 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს.


ტ.პ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, ხოლო 1994 წელს დაბადებული ი.პ. სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.
 
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.“ - აცხადებენ შსს-ში.
 
 




მსგავსი სიახლეები