4-05-2021, 13:25
76

დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - თურნავა ვაქცინაციის პროცესზე

დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - თურნავა ვაქცინაციის პროცესზე

თურნავას თქმით, ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულ პერსონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო კომპანიებად


ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის წარმომადგენლების ჩართვა ამ სექტორის ამუშავებას შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.  

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულ პერსონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო კომპანიებად.

"დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საბჭოზე. საუბარი არის ჩვენ ტურისტულ ინდუსტრიაზე. გადავწყვიტეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში.

ჩვენ და ჩვენს სამინისტროში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან: ეს არის ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა და სასტუმროების ასოციაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ნებაყოფლობითი რა საკვირველია, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტრო ამაში შემდეგ დაგვეხმარება და შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულ პერსონალის უდიდესი უმრავლესობა რა თქმა უნდა იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებადრესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს, მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდუსაფრთხოა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის სფეროშო დასაქმებული პირები დაემატებიან. ასევე, მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.  

ქვეყანაში ვაქცნინაციის პროცესი კი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და ჩინური "სინოფარმი."