4-05-2021, 12:45
74

ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები


მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში მთავრობის და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიგინგზე განაცხადა.

ღიბრაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის სფეროშო დასაქმებული პირები დაემატებიან.

"მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები", - განაცხადა ღიბრაძემ.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში ჩინური წარმოების "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. სინოფარმს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუღია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია „სინოფარმასა და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა. ჩინური ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე კვირაში გადაწყვეტს. 

ქვეყანაში ვაქცნინაციის პროცესი კი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და ჩინური "სინოფარმი."