16-04-2021, 17:14
165

"შეიძლება, „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა“-  თამარ გაბუნია

"შეიძლება,  „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა“-  თამარ გაბუნია

ვაქცინებთან დაკავშირებით მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ რეგისტრაციამდე ყველა ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ.
 


“ჩინური „სინოფარმით“ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება”-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქვეყანაში ვაქცინაციის ადმინისტრირება მაისის დასაწყისში მოხდება. „სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დროულად დაიწყოს. სპეციალისტების განცხადებით „სინოფარმის“ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით დაბალია.
ასევე, ვაქცინებთან დაკავშირებით მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ რეგისტრაციამდე ყველა ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ.

„საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილისთვის გაიხსნება, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში.

სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, 60 წლის ზემოთ ასაკში „სინოფარმის“ ეფექტურობის შესახებ მონაცემი ნაკლებია, ამიტომ შესაძლებელია, გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომ „სინოფარმს“ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა“,- ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.