20-07-2021, 12:59
31

„ევროკავშირი კვლავაც დარჩება მთავარ ლოკომოტივად, ჩვენი რეფორმების, მთავარ მხარდამჭერ ძალად“ - ნათია თურნავა

„ევროკავშირი კვლავაც დარჩება მთავარ ლოკომოტივად, ჩვენი რეფორმების, მთავარ მხარდამჭერ ძალად“ - ნათია თურნავა

ევროკავშირი არის და დარჩება საქართველოში რეფორმების მთავარ მხარდამჭერად და ლოკომოტივად. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
 
„ასოცირებული ტრიოს“ შეხვედრა ძალიან პოზიტიურად წარიმართა, კარგი და პროდუქტიული შეხვედრები იყო. ევროკავშირი არის და კვლავაც დარჩება მთავარ ლოკომოტივად, ჩვენი რეფორმების, მთავარ მხარდამჭერ ძალად.
 


მაგრამ როდესაც არის რეგიონალური თანამშრომლობა, გაცილებით უფრო მარტივია საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ასევე შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი დახმარებები იქნება გამოყოფილი ევროკავშირის მხრიდან რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქაც მნიშვნელოვანია, რომ სამმა ქვეყანამ ერთმანეთთან და ევროკავშირთან ითანამშრომლოს."- განაცხადა თურნავამ.
 




მსგავსი სიახლეები