20-07-2021, 12:50
32

რკინიგზას მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

რკინიგზას მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

საქართველოს რკინიგზას მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. - განაცხადა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა  კახა გუდიაშვილმა.
 
„იანვრიდან  ივნისის ჩათვლით, სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება. სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
 


საქართველოს რკინიგზა მუდმივად მუშაობს ახალი ტვირთებისა და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების მოძიებაზე. ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3,5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.
 
გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით არის გაზრდილი. სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკის შედეგად, კომპანიის შემოსავალი 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.“
განაცხადა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა  კახა გუდიაშვილმა.




მსგავსი სიახლეები