19-07-2021, 17:33
23

მესტიაში შიდა ფრენების რაოდენობა 3-დან 5-მდე გაიზარდა

მესტიაში შიდა ფრენების რაოდენობა 3-დან 5-მდე გაიზარდა

შიდა რეისების სიხშირეთა სტიმულირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის საქმიანობის ანგარიშსა და დაგეგმილ აქტივობებზე საუბრისას.
 
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიასთან შეხვედრისას ნატახტარი - მესტიის შიდა რეისების სიხშირის კვირაში სამიდან ხუთამდე გაზრდის საკითხი დაისვა.
 


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კერძო სექტორის თხოვნით და რეისებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" გაზარდა შიდა რეისების რაოდენობა მესტიის მიმართულებით და ფრენები კვირაში 5-ჯერ სრულდება. მისი თქმით, ასევე გაიზარდა სიხშირეთა რაოდენობა ბათუმის მიმართულებითაც.
 
„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის კერძო სექტორთან და მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ." - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
 




მსგავსი სიახლეები