17-07-2021, 10:24
32

ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია, ის უნდა დამთავრდეს! - ოთო აბესაძე

ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია, ის უნდა დამთავრდეს! - ოთო აბესაძე

"ყოველი დღე არსებული ეკონომიკური რეალობის და მონეტარული პოლიტიკის, არის ჩვენი გაღარიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ლარი უნდა დამთავრდეს! - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე. მისი თქმით, რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია და დროულად გადავალთ მულტისავალუტო რეჟიმზე და დროულად შევუერთდებით ევროს მონეტარულ პოლიტიკას, მით უკეთესი თითოეული ჩვენთაგანისთვის.


"ივნისში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზე გავიდა - 9.9%. ეს იმას ნიშნავს, რომ 9.9%-ით გაძვირდა ყველა ტიპის საქონელი თუ მომსახურება, რასაც იყენებდით.

ინფლაცია დასაშვებია 3-4% ის ფარგლებში და ეს კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის პარალელურია ადამიანების შემოსავლების ზრდა. პირობითად, თუ 3%-იანი ინფლაციის პროპორციულად 3%-ით იზრდება ადამიანების შემოსავლები, ეს ეკონომიკურ ბალანსს ქმნის.
როდესაც ქვეყანაში არის 9.9 %-იანი ინფლაცია (ფულის გაუფასურება, ჭარბი ფული, გაზრდილი ფასები და ა.შ) და ამის ფონზე, მოსახლეობას შემოსავლები უმცირდება (კარგავენ სამსახურს და ა.შ), იწყება ეკონომიკური კრიზისი.

რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია და დროულად გადავალთ მულტისავალუტო რეჟიმზე და დროულად შევუერთდებით ევროს მონეტარულ პოლიტიკას, მით უკეთესი თითოეული ჩვენთაგანისთვის.
ყოველი დღე არსებული ეკონომიკური რეალობის და მონეტარული პოლიტიკის, არის ჩვენი გაღარიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ლარი უნდა დამთავრდეს!",-წერს ოთარ აბესაძე.




მსგავსი სიახლეები