10-06-2021, 17:39
35

საფრანგეთი საქართველოს €483 მლნ-ს გამოუყოფს

საფრანგეთი საქართველოს €483 მლნ-ს გამოუყოფს

აღნიშნული თანხა ენერგეტიკის სფეროს, კერძო სექტორის განვითარებას, ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, რეგიონულ განვითარებას და სხვა მიმართულებებს მოხმარდება.


საფრანგეთი საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონ ევროს გამოუყოფს. 

აქედან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეცემა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მეცემა 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება. მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პერიოდში და ახლა უკვეპოსტპანდემიის პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს მივიღეთ 190 მილიონი ევროს დახმარება, რაც მთავრობას დაეხმარა პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, როგორც სოციალური, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. ასევე, მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




მსგავსი სიახლეები