10-06-2021, 15:50
35

საქართველოსა და უზბეკეთის გავლით ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ამოქმედდება

საქართველოსა და უზბეკეთის გავლით ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ამოქმედდება

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, ასევე საქართველოსა და უზბეკეთის გავლით ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედებაზე. 
 
საქართველოსა და უზბეკეთის გავლით ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედებაზე იმსჯელეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავავ და უზბეკეთის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ბახტიერ რახიმოვმა. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
 
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან. მისი თქმით, შარშან პანდემიის შედეგად შემცირებული სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2021 წლის იანვარი - აპრილის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 10 პროცენტით გაიზარდა და 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ზრდადი დინამიკა დაფიქსირდა ექსპორტის შემთხვევაში - საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 13 პროცენტით გაიზარდა.
 
აღინიშნა, რომ ექსპორტის ზრდაზე პოზიტიურად აისახა უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციაზე აქციზის მოხსნის შესახებ, რომელიც საქართველოდან ექსპორტირებული 73 დასახელების პროდუქტს შეეხო, მათ შორის, მინერალურ წყლებს, ხილის წვენებს, უალკოჰოლო გაზიან სასმელებს.