10-06-2021, 11:23
37

კატარის სახელმწფოში საქართველოში წარმოებული პროდუქტების შეძენა იქნება შესაძლებელი

კატარის სახელმწფოში საქართველოში წარმოებული პროდუქტების შეძენა იქნება შესაძლებელი

მინერალური წყალი,ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი - ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.


დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელი მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენას.

მინერალური წყალი,ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი - ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.
 
ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021 (Georgian Food Festival 2021), საზეიმო ვითარებაში გახსნეს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა.