30-04-2021, 13:31
74

ვწყვეტთ მუშაობას - ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი

ვწყვეტთ მუშაობას - ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი

ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა რესტორნების ქსელი „ჩაიხანა“ დახურა. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა. კომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელის, ლაშა ბუბუტეიშვილის ინფორმაციით, დახურვის მიზეზი პანდემიით გამოწვეული პრობლემები გახდა.

„ვწყვეტთ მუშაობას, დაიხურა  ,,ჩაიხანა N1 თბილისი,” რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეხვედრის საყვარელ ადგილად იქცა ექვსი წლის განმავლობაში. სულ ვცდილობდით ვყოფილიყავით პირველები. როგორ გამოგვივიდა ეს თქვენი შესაფასებელია.მადლობა სტუმრებს, რომლებიც ერთგულად დადიოდით "ჩაიხანაში." ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნიდით გარემოს, სადაც ყველა ერთად ვგრძნობდით თავს კომფორტულად,“- წერენ "ჩაიხანას" თანამშრომლები და მადლობას უხდიან ექვსი წლის განმავლობაში „ჩაიხანაში“ შესულ თითოეულ სტუმარს.


შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში სარესტორნე ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა.საქართველოს მთავრობის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან ბათუმში, 8 მარტიდან კი – საქართველოს სრული მასშტაბით რესტორნებს სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც შეუძლიათ, თუმცა ძალაში დარჩა შაბათ-კვირაზე დაწესებული შეზღუდვა და კომენდანტის საათი.