29-04-2021, 15:45
22

დავით უთმელიძე: „დედაქალაქის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“

დავით უთმელიძე: „დედაქალაქის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას მიესალმება. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მისივე თქმით, ეს ფინანსები პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება.

„თბილისის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის ისტორიის მანძილზე რეკორდულ ნიშნულზეა ასული. ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით არის განსაზღვრული, ყველაფერი გაკეთდა, რომ მაქსიმალურად მიზნობრივად მოხდეს თანხების ათვისება. 

წარმატება მინდა ვუსურვო თბილისის მერიას ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით,“- განაცხადა დავით უთმელიძემ. 

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა.
 
 

R