10-01-2022, 13:31
66

"ინფლაცია შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს" - ფინანსთა მინისტრი 

"ინფლაცია შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს" - ფინანსთა მინისტრი 


"როგორც კოვიდთან მიმართებაში ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული, როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს, ასევე, აისახება საქართველოში, ანალოგიურად ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებაში საქართველო გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის ერთ-ერთი თანამდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტი არის ინფლაცია," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 მისივე თქმით, ინფლაციის შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.

"ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმებს ვხედავთ, ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთანაც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელთა გადადგმაც ხდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე, ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით. ეს გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს პროცესი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში და ჩვენი შეფასებით და არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი," - განაცხადა ხუციშვილმა.





მსგავსი სიახლეები