22-11-2021, 13:15
205

"ივანიშვილი ვერ ელეოდა სათამაშო ბიზნესს და მას ლობირებდა"- ყოფილი დეპუტატი პრემიერის დღევანდელ ინიციატივაზე

"ივანიშვილი ვერ ელეოდა სათამაშო ბიზნესს და მას ლობირებდა"- ყოფილი დეპუტატი პრემიერის დღევანდელ ინიციატივაზე


სათამაშო ბიზნესზე რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, პოლიტიკოსი ყოფილი დეპუტატი, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი მიესალმება და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება ქვეყნაში სიღარიბის დასალევად მნიშვნელოვანია. 

GTmedia-სთან საუბრისას გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აზარტულ თამაშებზე რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში ყოფნის დროს მისმა გუნდმა შეადგინა და ახლა მხოლოდ მისთვის კენჭისყრაღაა საჭირო.

"უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტში პარლამენტში ყოფნისას ჩემმა გუნდ,ა მოამზადა და რასაკვირველია, მივესალმები ამ ინიციატივას. ახლა ამისთვის საჭიროა, კანონპროექტს მხარი ეყაროს. ეს კანონპროექტი 2018 წელს მომზადდა და 2019 წელს, როდესაც სესიაზე გავიდა კენჭისყრაზე, ირაკლი კობახიძემ ჩააგდო კანონპროექტი. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონს მიიღებენ, რადგან მიჩვეულები ვართ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ის არ კეთდება. თუმცა, თუ ამას გააკეთებენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, ეს ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის,"- აცხადებს გოგიჩაიშვილი. 

გამოცემასთან ყოფილი დეპუტატი ამბობს, სათამაშო ბიზნესს, რომელსაც ეკონომიკის სიმსივნეს უწოდებს, ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილი ლობირებდა. 

თუ გადასახადები გაიზრდება, თუ რეკლამები აიკრძალება, ჩვენ ამით ტრენდს დავარტყამთ, რაც მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადების გადასახადის გაზრდა. ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიმსივნე. უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები და ერთი თეთრი არ რჩება ქვეყანაში. მთელი ფული უცხოეთში გაედინება. ეს არის ფულის კეთების მანქანა. 

ივანიშვილი ლობირებდა ამ ბიზნესს, ივანიშვილი ვერ ელეოდა ამ ბიზნესს. ივანიშვილის დავალებით, ვახტანგ გომელაური იყო ჩართული ამ თემებში. და, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ეს კანონპროექტი პარლამენტში არც ერთხელ გაგვატანინეს,"- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი. 

კითხვაზე, თუ აზარტულ ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი ლობირებდა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნული ინიციატივით მის წინააღმდეგ წავიდა, ლევან გოგიჩაიშვილი პასუხობს:"არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ახლა ალბათ საზოგადოებაში სჭირდება რაღაც პოზიტივი და ეს იმიტომ კეთდება."

მისივე თქმით, თუ დაჩქარებული წესით მიიღებენ, მხოლოდ 2 დღე დასჭირდება ამ კანონპროექტის კანონად ქცევას. 

ცნობისთვის, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ კაზინოებზე რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინიციატივა გააცნო. აღნიშნული ინიციატივით პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც.

თათია შაიშმელაშვილი






მსგავსი სიახლეები