12-10-2021, 12:30
48

"შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ" - ნათია თურნავა 

"შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ" - ნათია თურნავა 

"შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთანავე, როგორც თურნავამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს და სიღარიბე ჯერ კიდევ არის პრობლემა საქართველოში, სააკაშვილის თემა მას ნაკლებად აინტერესებს.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე არ მიწყინოთ, ვფიქრობ, რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოში ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ მე, ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს და სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან და ეს კონკრეტულად საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ,“- განაცხადა ნათია თურნავამ.





მსგავსი სიახლეები