12-09-2021, 18:04
54

არ ვართ გასაჭყლეტი მატლები, ოჯახები გვყავს, რომელსაც ვერაფრით ვარჩენთ - ბავშვთა გასართობი ცენტრები დახმარებას ითხოვენ

არ ვართ გასაჭყლეტი მატლები, ოჯახები გვყავს, რომელსაც ვერაფრით ვარჩენთ - ბავშვთა გასართობი ცენტრები დახმარებას ითხოვენ

„ამოვიდა ყელში… მეზიზღება ის აზრი უკვე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, სადაც ფეხებზე ვკიდივართ ყველას,” - წერს სოციალურ ქსელში ბავშვთა გასართობი ცენტრის, „პინგვინების“ მფლობელი კუსა ამირანაშვილი.

მისი განცხადებით, ეგრეთ წოდებული კოვიდ შეზღუდვების გამო უამრავი ბიზნესი ნადგურდება და  ადამიანების ცხოვრება ინგრევა.

„ათობით ადამიანის ცხოვრება ინგრევა, ამ ბიზნეს რომელშიც ათობით ათასი გვაქვს ჩადებული კაპიკის ფასი აქვს და ვერც ვყიდით...
„უუუუ პანდემიაა, ხალხი იხოცებაა... რა დროს გასართობი ცენტრიაა, ექიმები რა დღეში არიაან...”კი, კი ეს ესეა მთელს მსოფლიოში, მაგრამ თავისი მოქალაქეები ასე ფურთხის ფასად არ ყავთ...2 წლის განმავლობაში 5 თვე მოგვცეს მუშაობის უფლება.. 5 თვე...

კომპანია „ბავშთა გასართობი ცენტრი ლაიქის“ მეპატრონე 24/7 ზე ითხოვს ხელისუფლებისგან დახმარებას, უხსნის რომ ვარსებობთ და არ ვართ გასაჭყლეტი მატლები, რომ ოჯახები გვყავს, რომელსაც ვერაფრით ვარჩენთ... ვერაფრით...

იქნებ ვინმეს, სადმე მიგიწვდებათ ხმაა.. იქნებ გავაგებინოთ იიქ ზევით, რომ ერთადერთი სფერო ვართ, რომელსაც დედა გვეტირააა.. გავნადგურდიიით... და დაგვეხმარონ.იჯარით და ბანკის ვალით მაინც,” -წერს კუსა ამირანაშვილი.


ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების სირთულიდან გამომდიარე, 14 აგვისტოდან  ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდგადაწყვეტილებით, სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.




მსგავსი სიახლეები