11-09-2021, 11:35
22

ყოველთვის დავეხმარებით რეგიონში ინვესტორებს და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოებას - ნათია თურნავა

ყოველთვის დავეხმარებით რეგიონში ინვესტორებს და ხელს შევუწყობთ მათ გაფართოებას - ნათია თურნავა

ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ჯინსების სამკერვალო ფაბრიკას ესტუმრა. 
ოზურგეთში შეკერილი პროდუქცია ევროპაში გადის ექსპორტზე. 

ნათია თურნავას თქმით, ინვესტორმა სრულად მოახდინა წლების წინ ნანგრევად ქცეული ადგილის რეაბილიტაცია, სადაც დღეს საწარმო მდებარეობს.

„დღეს საწარმოში დასაქმებულია 150 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ძირითადად ქალბატონები. ამ ადამიანების მიერ შეკერილი პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადის ექსპორტზე. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებს თავისი დაუღალავი შრომით საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში. კომპანიას აქვს გაფართოების სურვილი და ჩვენ კვალავაც დავუდგებით მათ გვერდში. სწორედ ამისთვის არის ჩვენი ახალი პროგრამები, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ და რომელიც უკვე ამოქმედებულია. ეს არის საექსპორტო დარგებისა და ადგილობრივი ქართული წარმოების წახალისების პროგრამები. ჩვენი ყოველთვის დავეხმარებით რეგიონებში ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში, ვინაიდან პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მსგავსი სიახლეები