10-09-2021, 16:54
43

ფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილეები ყავს 

ფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილეები ყავს 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე წლის 9 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილეებად სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები - ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი დაწინაურდნენ.

ეკატერინე გუნცაძე საჯარო ფინანსების მართვის სპეციალისტია. 2008 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროში. 2015 წლიდან ეკავა საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.
მირზა გელაშვილი პროფესიით ეკონომისტია. 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. ამ დრომდე ეკავა მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა.




მსგავსი სიახლეები