10-06-2021, 14:24
209

ჯერ გავიკეთოთ რაც გვაქვს და სამომავლოდ ერთად "ვინერვიულოთ" - კულუმბეგოვი მესამე დოზაზე

ჯერ გავიკეთოთ რაც გვაქვს და სამომავლოდ ერთად "ვინერვიულოთ" - კულუმბეგოვი მესამე დოზაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის შესაძლო საჭიროებაზე სოციალურ ქსელში წერს. 


"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე, ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ. ზოგი იბრალებს მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო. ეს თემა "ფაიზერის" ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს. თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ ჯერ გავიკეთოთ ის რაც გვაქვს და სამომავლოდ ერთად "ვინერვიულოთ".

ბიძინა კულუმბეგოვი,  ალერგოლოგ-იმუნოლოგი

სოციალურ ქსელი

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება დასჭირდეთ.