4-05-2021, 15:52
366

თუ სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამ შემთხვევაში არცერთი ვაქცინაა რეკომენდებული - ექიმი

თუ სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამ შემთხვევაში არცერთი ვაქცინაა რეკომენდებული - ექიმი

რა თქმა უნდა, თუ გამოხატულია სერიოზული მწვავე პრობლემები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება თუა სახეზე, ამ შემთხვევაში, არცერთი ვაქცინა არაა რეკომენდებული. საჭიროა, ეს პროცესი ჩაცხრეს და რა თქმა უნდა, შემდგომ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ჩემი დაკვირვებით ისიც მინდა გითხრათ, რომ "ასტრაზენეკას' შემთხვევაში 60 წლის ზემოთ ადამიანებს არანაირი ჩივილები აღენიშნებოდათ. 
 
მაკა გულეიშვილი, ექიმი თერაპევტი

ტვ "პირველი"
 

შეგახსენებთ, ქვეყანაში ვაქცნინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს. ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და ჩინური "სინოფარმი."

ამასთან, "ასტრაზენეკაზე' ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდა და ამ ვაქცინის გაკეტება 55 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის გახდა ნებადართული.