4-05-2021, 15:15
35

მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა ტრადიციული წესით დამზადებულ ვაქცინაზე - ექიმი

მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა ტრადიციული წესით დამზადებულ ვაქცინაზე - ექიმი

სინოფარმისთან დაკავშირებით აქტივობა არის შესაშური. ვიცით, რომ განხილვამ გადაიწია, მაგრამ რა მაჩვენებელიც არის ეფექტიანობის, საკმაოდ კარგია. მე მჯერა, რომ ვაქცინა ავტორიზაციას აუცილებლად მიიღებს. თუმცა, ჩვენ მაინც ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. განსაკუთრებული აქტივობაა სინოფარმისთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა ე.წ. ტრადიციული წესით დამზადებულ ვაქცინაზე.

მაკა გულეიშვილი, ექიმი თერაპევტი

ტვ "პირველი"

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში ჩინური წარმოების "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. "სინოფარმს" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუღია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია „სინოფარმასა და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, "სინოფარმის" ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 78,1%-ს შეადგენს. ჩინური ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე კვირაში გადაწყვეტს.