3-05-2021, 17:29
57

შეუშვებენ თუ არა, ჩინური ვაქცინით აცრილებს ევროპაში

შეუშვებენ თუ არა, ჩინური ვაქცინით აცრილებს ევროპაში

ზუსტად 1 საათის წინ ევროკავშირში ჩატარდა სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით... ხვალ იქნება განხილვა უკვე მინისტრების დონეზე, ოთხშაბათს, ალბათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპისთვის, რაც დღეს წარადგინა ევროკავშირმა, მათ უნდათ, რომ დაუშვან იმ მოქალაქეების მოგზაურობა არაევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც აცრილი არიან ამ მომენტისთვის მხოლოდ ევროკავშირის მიერ ნებადართული ვაქცინებით, თუმცა აქვე მათ დასძინეს, რომ ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიც შევიტანოთ თუ არა ამ სიაშიო ამ მომენტისთვის, მათ ხაზი გაუსვეს, რომ იმ ვაქცინებზეა საუბარი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული
 
ზაზა წერეთელი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"

ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის მიიღებს.