14-01-2022, 20:52
85

"მარტო დიეტის ექიმებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი" - ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტზე

"მარტო დიეტის ექიმებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი" - ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტზე


ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა ჩემზე. გამიჩნდა განცდა, რომ მასზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ციხე და ის პერსპექტივა, რომ კარგახანს ვერ გამოვა იქედან. როგორც ჩანს, ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ვფიქრობდი, რომ მარტო დიეტის ექიმებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი
 
ალეკო ელისაშვილი - "მოქალაქეების" ლიდერი

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ასე გამოეხმაურა ის კიდევ ერთხელ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლოზე სიტყვით გამოსვლას.


ცნობისთვის, გუშინ, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილა. პროცესს ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. 




მსგავსი სიახლეები