14-01-2022, 17:28
64

"ეროვნულმა ბანკმა სამი წელია ვერცერთხელ ვერ გაარტყა მიზანს" - რომან გოცირიძე

"ეროვნულმა ბანკმა სამი წელია ვერცერთხელ ვერ  გაარტყა მიზანს" - რომან გოცირიძე


"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული “ინფლაციის თარგეთირების პილიტიკა” არის ბლეფი.  ეროვნული ბანკი იგივე ინსტრუმენტებს იყენებს და ისევე მოქმედებს , როგორც ამას  “არათარგეთირების” დროს აკეთებდა. ინფლაციის ოფიციალური სამიზნე მაჩვენებელი  წინა წლებში არ ცხადდებოდა, მაგრამ სავარაუდო პროგნოზი ყოველთვის კეთდებოდა. ამას არავინ უწოდებდა თარგეტირებას. რომელ “თარგეთირებაზეა” საუბარი, როცა ეროვნულმა ბანკმა სამი წელია ვერცერთხელ ვერ  გაარტყა მიზანს, უფრო მეტიც, ძალიან ააცილა, გასულ წელს კი სულაც 5-ჯერ.

რომან გოცირიძე - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი
სოციალური ქსელი

ცნობისათვის, ასე ეხმაურება რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული “ინფლაციის თარგეთირების პილიტიკას. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას  ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს. ამ რეჟიმის ფარგლებში, ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებელი წინასწარ განისაზღვრება. მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. მოკლევადიან პერიოდში კი, შოკების გამო, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლისაგან შესაძლებელია განსხვავდებოდეს.




მსგავსი სიახლეები