27-09-2021, 15:17
64

დარწმუნებული ვარ ჩამოვა - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის ჩამოსვლას აანონსებს

დარწმუნებული ვარ ჩამოვა - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის ჩამოსვლას აანონსებს

პირობა სააკაშვილს არ აქვს, ის აპირებს უპირობოდ ჩამოსვლას. დარწმუნებული ვარ ჩამოვა. ვისაც არ სჯერა, როცა იხილავენ მიხეილ სააკაშვილის ქართულ მიწაზე, ალბათ, მოუწევთ დაჯერება. თუმცა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან არა, არ მჯერაო.


გუბაზ სანიკიძე, ოპოზიციონერი დეპუტატი

პალიტრანიუსი, გადაცემა „ნიუსრუმი“

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოში ჩამოსვლა უკვე რამდენჯერმე დააანონსა.
სააკაშვილმა ბოლო განცხადება ამ თემაზე 6 სექტემბერს გააკეთა.
„მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველ ხალხს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბრის ვიდეომიმართვაში.




მსგავსი სიახლეები