15-09-2021, 01:03
56

"გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ" - კალაძე ექსპრემიერის გადაწყვეტილებას ეხმიანება

"გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ" - კალაძე ექსპრემიერის გადაწყვეტილებას ეხმიანება

"არ ვიცი, გაუგებარია ჩემთვის განცხადებები, რაც ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. არ მეგონა თუ ასეთი პანიკა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ადამიანურად გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ"

კახა კალაძე - თბილისის მერი

ამის შესახებ მან ვიდეოჩართვაში განაცხადა, სადაც მერმა ვაკის რაიონის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.


კერძოდ, მოქალაქის კითხვაზე თუ რას ფიქრობს, რატომ არ ენდობა გიორგი გახარია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რის გამოც ის აპირებს ნარკოტესტის ევროპის ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში ჩატარებას, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის გულდასაწყვეტია გიორგი გახარიას განცხადებების მოსმენა. 

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომელიც "ოცნების" მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით მზადდებოდა. როგორც ექსპრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, იმ მოტივით, რომ ყოველგვარი სპეკულაციები აირიდოს თავიდან, ის ნარკოტესტს ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს. 




მსგავსი სიახლეები