21-07-2021, 16:55
28

ეს არის ჩვენი დაპირება - ირაკლი კობახიძე მედიაზე

ეს არის ჩვენი დაპირება - ირაკლი კობახიძე მედიაზე



„შემიძლია დღესვე გითხრათ, როგორც კი ეს ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან პარტიული ტელევიზიის რეჟიმში, მაშინვე განვაახლებთ მათთან კითხვა-პასუხს, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი დაპირება“.


ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" საპარლამენტო მდივანი
"რუსთავი 2"
ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, როდის მივა ხელისუფლება ოპოზიციის მედიაში? საუბარია "ტვ პირველზე", "ფორმულაზე" და "მთავარ არხზე". 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მმართველმა გუნდმა ოთხ კრიტიკულ მედიასაშაუალებას ბოიკოტი გამოუცხადა. "ოცნების" გუნდის წევრები "ტვ პირველს" "ფორმულას," "მთავარ არხს," და "კავკასიას" ინტერვიუებზე უარს უცხადებენ და აღარც მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასაშუქებლად იწვევენ. მთავრობის წარმომადგენლების ეს გადაწყვეტილება აღნიშნული ტელეკომპანიების მედიამენეჯერების იმ მოთხოვნას უკავშირდება, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენების გამო პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მისნიტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის ეხებოდა.




მსგავსი სიახლეები